|
2016-09-15 09:34:31, 636 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა მოსწავლეებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა მიმართვისას აღნიშნა, განათლება ქვეყნის ერთიანობის და სიძლიერის საფუძველია. "ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა თუ უნივერსიტეტში. დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი, როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ",-ნათქვამი პრეზიდენტის მილოცვაში. ამასთან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის კადეტთა კორპუსში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა კადეტებს სასწავლებლის 6 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიორგი კვინიტაძის სახელობის ლიცეუმში წელს პირველად დაიწყებენ სწავლას გოგონები. ცნობისთვის, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, წარმატებულ გოგონებს გადაეცეთ სტიპენდია. დღესვე პრეზიდენტი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მივა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)