|
2016-09-14 20:39:13, 1509 ნახვა
სამართალი
იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა ქრთამის გამოძალვის ბრალდებით არის დაკავებული. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ჭ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ჭ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მოქალაქე ჯ.ჯ. დააკავეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მოქალაქე - ბ.უ. მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით ქუთაისში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაიბარეს. პოლიციის შენობაში ყოფნის დროს, მოწმის სახით დაბარებულ ბ.უ.-ს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ მოქალაქეს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა. მიმდინარე წლის აგვისტოში, ქუთაისში, ბ.უ. შეხვდა გიორგი კაჭარავას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ ჭ.-ს, რა დროსაც, გიორგი კაჭარავას მითითებით, ზურაბ ჭ.-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. ორი დღის შემდეგ, ბ.უ. ისევ შეხვდა გიორგი კაჭარავას და ზურაბ ჭ.-ს, რომლებმაც, პროკურატურის სახელით, მისი ახლობლის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად, ოფიციალურად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის სახით, 30 000 ლარი, ხოლო დამატებით, არაოფიციალურად, ქრთამი მოითხოვეს. მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გიორგი კაჭარავამ და ზურაბ ჭ.-მ ბ.უ.-ს გამოსძალეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თერთმეტიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)