|
2016-09-14 16:56:44, 797 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი პაპავა: ჩნდება ეჭვი, რომ სუს-მა საუბარი მთავრობის დავალებით ჩაიწერა და შემდეგ გაავრცელა
ამ ჩანაწერში ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ მოსმენები გრძელდება. ის მავნე პრაქტიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო კვლავ მიმდინარეობს“, - ასე გამოემხაურა პარტია „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი გიორგი პაპავა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს. როგორც პაპავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეჭვი აქვს, რომ სუს-მა საუბარი მთავრობის დავალებით ჩაიწერა და შემდეგ გაავრცელა. „დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ადამიანები მაქსიმალურად კონტროლქვეშ ჰყავდეს. თავიანთი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ამ ინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. გვისმენენ ყველას და ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რასაც მთავრობა ხალხის წინაშე ჩადის. ჩანაწერის შინაარსი ამასთან შედარებით მეათე ხარისხოვანია. ჩვენ ვიცოდით ამ ჩანაწერის შესახებ. ბატონმა პაატამ თავის დროზე გვითხრა, რომ ის ნიკა გვარამიას ესაუბრა. ნიკა გვარამიამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ის ბატონ პაატასთან საუბარს აპირებდა. ბატონმა პაატამ აღნიშნა, რომ ჩანაწერიდან ის ნაწილი ამოღებულია, სადაც ამბობს, რომ მას არც „ოცნებასთან“ და არც „ნაციონალებთან“ დადებითი დამოკიდებულება არ აქვს და ის დამოუკიდებელი ძალაა. კიდევ ერთხელ ჩნდება ეჭვი, რომ სუს-მა მთავრობის დავალებით ჩაიწერა საუბარი და შემდეგ გაავრცელა. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ არც „ნაციონალებთან“ და არც „ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ. რაც შეეხება თემებს - მე ვარ ეკონომისტი და ჩვენი გუნდი თვლის, რომ გადასახადები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. თუ ამ კონკრეტული რეფორმის გასატარებლად ვინმეს მხარდაჭერას მოვიპოვებთ ამ ფაქტს მივესალმებით. ვითანამშრომლებთ თითოეულ პარლამენტართან იმ საკითხებზე, რომლებიც ქვეყნისთვის საციცოხლოა“, - აცხადებს პაპავა. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)