|
2016-09-14 13:23:57, 1158 ნახვა
სამართალი
სუს-ი გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან კავშირს უარყოფს
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ინეტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადეს, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერ პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება. სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. „აღნიშნული ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. თუ ვის მიერ იგი მოპოვებული და გავრცელებული გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო“,-აცხადებენ სუს-ში. ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა. „ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არდასჭირდა სუსს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. #საქართველოივანიშვილისგარეშე“,-წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)