15:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 12:08:11, 432 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანიამ მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე წარადგინდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე წარადგინა.

„თბილისის მერის მოადგილის პოსტზე წარმოგიდგენთ ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურას. მას მედია  და საექსპერტო წრეები ძალიან კარგად იცნობთ, როგორც ძალიან კარგ და კვალიფიციურ სანდო ეკონომისტს. ის იყო  EBRD-ს  ბას-კონსულტანტი, არის შავი ზღვის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება   მნიშვნელოვნად წარადგება თბილისის მერიას დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. ღრმად მრწამს, რომ მისი კვალიფიციურობა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და გამოგვადგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ირაკლი ლექვინაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე ალუდა გოგლიჩიძე შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics