04:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 18:16:53, 798 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დღეს ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა მომავალი 4 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ეკონომიკის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან გარღვევას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ისახავს მიზნად. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მთავრობის ცენტრალური ფიგურა ადამიანია და მისი ღირსება, უფლება, იყოს თავისუფალი, ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და არავინ ახორციელებდეს მასზე არანაირ ზეწოლას, უზენაესია.

„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, თუ სხვაგან და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ მსხვილ, თუ წვრილ ბიზნესმენს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამგვარი ზეწოლის ობიექტი გახდა. ეს ყველაფერი დიდი მონაპოვარია და ამყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რაც სწრაფი ნაბიჯებით განხორციელდება. ასევე, გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics