|
2016-09-13 15:03:12, 659 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და უარესი ექნება
გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და უარესი ექნება, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება პარლამენტის უმრავლესობაში, რომელსაც „ოცნება“ დღეს სთავაზობს საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი „გასაოცარი ეპიზოდია“. "კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ეს ერთ-ერთი გასაოცარი ეპიზოდია ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მესმის რაღაც ასეთი ამბები - კვირიკაშვილს თავი დაანებოს, კვირიკაშვილს რას ერჩის. მე ვერჩი კვირიკაშვილს? როდის და როგორ ვერჩი კვირიკაშვილს? მე იმას ვჩივივარ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და ექნება უარესი, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება პარლამენტის უმრავლესობაში, რომელსაც „ოცნება“ დღეს სთავაზობს საქართველოს. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები, როგორ იკვრება ან ვერ იკვრება, ან რის გარშემო შეიძლება შეიკრას გუნდი ან როგორ შეიძლება ეს იყოს მხარდამჭერი მთავრობის ამა თუ იმ მიმართულების და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, რაც ბრძანეთ, რომ რაღაც შემოგთავაზათ და როგორ იყო-არ ვიცი, ამაზე, იქნებ მოგვიანებით ან ცალკე ვისაუბროთ. არ მინდა დღეს გამომივიდეს საყველაფრო შეხვედრა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თაობაზე მინდოდა საუბარი, მოგახსენეთ, ხვალ,ზეგ, მაზეგ, ცხოვრება გრძელდება, მზად ვარ, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ „თავისუფალ დემოკრატებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პარტიასთან ყველაზე ახლო ღირებულებითი ურთიერთობა აქვს. „თავისუფალ დემოკრატებთან“ ყველაზე ახლო ღირებულებითი ურთიერთობა მაქვს მე, მაგრამ ახლა არჩევნებში კონკურენტები ვართ. 2010 წელს ერთად ვიყავით არჩევნებზე, 2008 წლის სექტემბერში, მე ჩავედი ნიუ იორკში, მოვძებნე ირაკლი ალასანია, ელჩი იყო მაშინ ჯერ კიდევ და ვუთხარი, ჩვენ და „ახალი მემარჯვენეები“ ერთად და შენ იყავი ლიდერი. ახლა კონკურენტები ვართ, არა იმიტომ რომ მათ ღირებულებებში შემეპარა ეჭვი, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებას მოაქვს ასეთი ამბები. ზოგჯერ იქ აღმოჩნდები, ზოგჯერ აქ აღმოჩნდები, მთავარია, ჩვენ გვქონდეს კითხვებზე პასუხი - რაშია საქმე“, -დასძინა უსუფაშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)