03:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 18:06:00, 701 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები ისრაელისახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შაბთაი ცურიმ გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ, კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ეკონომიკური, მათ შორის ბიზნეს-სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებისპერსპექტივა განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნისპარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.

თავის მხრივ, შაბთაი ცურიმ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევიმხარდაჭერა. ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics