19:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 14:16:10, 651 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის პორტის აკვატორიაში ამორტიზებული სანავიგაციო ნიშნები შეიცვალა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ სანავიგაციო ნიშნების მონიტორინგის ფარგლებში ბათუმის  პორტის აკვატორიაში გემების საღუზე ადგილების  მიმანიშნებელი ამორტიზებული 3 სანავიგაციო ნიშანი (სარყე), საქართველოში წარმოებული  ახალი ერთეულებით  ჩაანაცვლა. 

"რთული მეტეოროლოგიური პირობები (ძლიერი შტორმი)  ხშირად  იწვევს  ზღვაში განთავსებული  სანავიგაციო ნიშნების ამორტიზებას,  საშტატო ადგილებიდან მათ მოწყვეტას  და ღია ზღვაში გადაადგილებას, რაც საზღვაო ინცინდენტების შექმნის ალბათობას ზრდის.

საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისთვის  უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად და საზღვაო ინცინდენტების თავიდან აცილების  მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფი   სისტემატურად ახორციელებს მცურავი და სახმელეთო   სანავიგაციო ნიშნების  კონტროლს და  პერმანენტულად ატარებს გეგმიურ  პროფილაქტიკურ სამუშაოებს",-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics