|
2016-09-11 16:38:57, 841 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩა №4-ში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და სამშენებლო კომპანია ,,BUILD TERRITORY’’-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩადო. ბაღი ყოფილი №113 ბაღის ტერიტორიაზე შენდება. ორსართულიანი შენობა 1 483 კვ.მ-ზე განთავსდება. ბაღში 10 ჯგუფი (2 ბაგა) გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. თბილისი მერის განცხადებით, საარჩევნო დაპირებები სრულდება და ბაღების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ეს მეოთხე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ და მომდევნო წლის მაისის ბოლოს დავამთავრებთ. წელს კიდევ ექვსი ახალი ბაღის მშენებლობას დავიწყებთ. სამი ახლად აშენებული ბაღი კი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გავხსნით, რათა დამატებით მივიღოთ აღსაზრდელები. ასე რომ, მომდევნო წლის ბოლოს, ყველა ის ძირითადი დანაპირები, რაც გვქონდა ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით, გვექნება შესრულებული“- განაცხადა დავით ნარმანიამ. აღსანიშნავია, რომ თემქაზე მშენებარე ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება. (NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)