|
2016-09-10 10:11:41, 1304 ნახვა
სამართალი
საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1357 ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი; ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი; ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი. საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი. საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები. სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)