00:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 18:13:25, 852 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის შემცვლელად ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ილია ელოშვილი  დანიშნა.

ელოშვილი ენერგეტიკის სამინისტროში აქამდე მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ცნობისთვის, კალაძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ  საარჩევნო სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics