|
2015-01-09 21:10:05, 4176 ნახვა
მსოფლიო
ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული პირი საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლულია
ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული პირი საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლულია. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციის ინფორმაციით, ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილ შეიარაღებულ პირს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდა. ასევე დასტურდება ინფორმაცია, რომ სწორედ აღნიშნული პიროვნებაა ის, ვინც გუშინ პარიზის სამხრეთ ნაწილში პოლიციელი ქალი მოკლა. ჯერჯერობით მძევლების მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ლიკვიდირებამდე რამდენიმე საათით ადრე სულ ცოტა ორი ადამიანი მოკლა. შეგახსენებთ, გუშინ პარიზის სამხრეთ ნაწილში, მეტრო სადგურთან, შეიარაღებულმა პირმა, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა, ერთი პოლიციელი მოკლა, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)