|
2016-09-09 13:30:24, 700 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენ მივიწევთ წინ და ვშლით ახალ ფურცელს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი სუვერენიტეტის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. „ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან. ეს რეზოლუცია ერთის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტის მნიშვნელობას, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთან, ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქართველო, მისი შესაძლებლობები და მისი ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მუშაობა, რომლიც საგარეო სრუქტურამ გასწია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მხარდაჭერის მობილიზება და ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან არსებული ფორმატებში, იქნება ეს ქარტია თუ ახლადგაფორმებული სამხედრო თავდაცვის სფეროში ურთიერთობების მემორანდუმის კონტექსტში. ჩვენ მივიწევთ წინ და ვშლით ახალ ფურცელს ამერიკა- საქართველოს ურთიერთობებში“,-განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, 410 მომხრე 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)