17:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 10:31:30, 693 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექტორების სამუშაო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო

შრომის ინსპექტორების სამუშაო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო. პირველ ეტაპზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიკროკლიმატისა და მავნე ფაქტორების განმსაზღვრელი 4 ტიპის 10 ხელსაწყო შეიძინა.  

სამუშაო ინვენტარით აღჭურვის ფარგლებში, შრომის ინსპექტორებს მტვრის კონცენტრაციის დასადგენი ხელსაწყო გადაეცათ. ის მძიმე მრეწველობის საწარმოებში ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრისა და სტატისტიკური ანალიზისთვის დამუშავებისთვის გამოიყენება. მტვრის კონცენტრაციის გასაზომი ხელსაწყო ქვეყანაში ერთადერთია. ხმაურის განმსაზღვრელ მოწყობილობას ხმაურის აღქმის  ზუსტი შესაძლებლობა  გააჩნია და მიკროფონის საშუალებით, ბგერებს ნებისმიერ გარემოში აღიქვამს. განათების საზომი ხელსაწყო, როგორც შენობაში, ისე მის გარეთ, სინათლის უმცირესი ნაკადის აღქმას უზრუნველყოფს და კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ,  სინათლის სტატისტიკური ანალიზის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ტემპერატურისა და ტენიანობის გამზომი ხელსაწყოს მეშვეობით კი, როგორც გარემო საწარმო-დაწესებულებებში  არსებული ტემპერატურისა და  ტენიანობის განსაზღვრაა შესაძლებელი.

ახალი ხელსაწყოები შრომის ინსპექტირების პროცესს, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული დაავადებების დროულ პრევენციას შეუწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics