|
2016-09-08 16:08:15, 613 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია კრინიცა-ზდრუიში რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანია სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეეხებოდა და აღნიშნული მიმართულებით, თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ქვეყანაში გატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა, რის შემდეგაც საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. "განსაკუთრებით ხაზი გაესვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩარათულობას და იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის ახალი ფორმები, ის გამოცდილება, რაც ჩვენ თავის დროზე პოლონეთისგან გვაქვს მიღებული, გვყავდა სპეციალური მრჩეველი რეფორმის პროცესში, ახლა კი უკვე თვითმმართველობის სხვა ეტაპების გატარების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და შესაბამისად, ის გამოცდილება რაც აქ არსებობს და საკითხები, რაზე დაყრდნობითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში,"-განაცხადა დავით ნარმანიამ. მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ კი პანელზე - „საქართველო და აზერბაიჯანი - ფანჯარა ევროპაში. თანამშრომლობის გაძლიერების გზები“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესების განვითარებაზე, სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობასა და მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება. კრინიცაში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-მდე სტუმარი ესწრებოდა. 3 დღის განმავლობაში მონაწილეები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. ფორუმის პროგრამა სხვადასხვა პანელისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც დებატებსა და პრეზენტაციებს, ასევე, თემატურ ბლოკებს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმს კრინიცა-ზდრუიში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)