|
2016-09-07 18:22:47, 536 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროატლანტიკური საბჭოს მე-4 ვიზიტს ძალიან წარმატებულს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის პროგრესი შეფასდა და ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით: „ ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი. ეს არის მესიჯი საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით, გდადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც დაცულია, უსაფრთხოა, რომელიც პირველ რიგში აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მართლწესრიგს და დემოკრატიას. ეს არის ის, რისკენაც საქართველო მიისწრაფის და რაცაა ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ვიმსჯელეთ, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციაზე, იმ გაფართოებულ პაკეტზე და ახალ ინსტრუმენტებზე, რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს დამატებითი ინტერესი და მზაობა, ხელი შეუწყონ ორმხრივ რეჟიმშიც ამ პაკეტის განხორციელებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები იყო გენერალური მდივნის მხრიდან უკვე პრესკონფერენციაზე, სადაც ეს ყველაფერი ცალსახად იყო ხაზგასმული, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა ვარშავის სამიტზე და გაჟღერდა გენერალური მდივნის მხრიდან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი , ეს არის გადაწყვეტილება ბუქარესტის. ალიანსის წევრები რჩებიან ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერები, ეს არის დამოკიდებული უკვე წევრ ქვეყნებზე, ალიანსზზე და საქართველოზე, თუ როგორ მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით და როგორ განხორციელდება საბოლოო მიზანი“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)