|
2016-09-07 09:34:09, 675 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია
ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და მას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა. „დღეს იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი. ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითრების კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების კუთხითაც. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის განხორციელების იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა ნატო–ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებთან. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრები 35 საკითხს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)