|
2016-09-06 19:40:13, 824 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: ხელისუფლება ხშირად EPP- ის უპირისპირდება და ამით ჩრდილს აყენებს საქართველოს ევროპული განვითარების პროცესს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში წერეთელი ევროპარლამენტის LIBE კომიტეტის სხდომას დაესწრო, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა. როგორც წერეთელმა აღნიშნა კომიტეტზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მნიშვენლოვანია, რათა ამის შემდგომ პროცესმა ევროპის საბჭოში გადაინაცვლოს და ევროპარლამენტში სესიაზე განსახილველად მომზადდეს. გიგი წერეთელი კომიტეტის მომხსნებელს მარია გაბრიელს შეხვდა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმიმადგენელია და პროცესის დასაჩქარებლად საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე ესაუბრა. „ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ევროპარლამენტშიც და ამ კომიტეტშიც EPP-ის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს.“ - განაცხადა გიგი წერთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)