|
2016-09-06 15:39:39, 819 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველი კრიზისული ცენტრი გახსნა
„ეს იყო მნიშვნელოვანი რგოლი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური ძალადობის მიმართულებით, სრულად გამართულიყო“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრის გახსნაზე განაცხადა. ცენტრი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნა. დავით სერგეენკომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება იმ სერვისებზე გაამახვილა, რასაც კრიზისულ ცენტრში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იურიდიული სტატუსის მინიჭებამდე მიიღებს. „ორი წლის წინ, სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა უწყება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო და ამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა. დღეს ცენტრის გახსნა, სწორედ ამ გეგმის ნაწილია. ეს არ იქნება თავშესაფარი, ეს იქნება ცენტრი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მივიდნენ ყოველგვარი იურიდიული და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების გარეშე და მიიღონ მთელი რიგი სერვისები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა კრიზისული ცენტრის გახსნა და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაფასა. „პროგრესი თვალსაჩინოა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობასა და საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებაში. მიღებული იქნა კანონი და სამოქმედო გეგმა. ეს მნიშვნელოვანი ილუსტრაციაა იმ პროგრესის, რაც საქართველოში ამ მიმართულებით იქნა მიღწეული“, - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ერიკა კვაპილოვამ. კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული. სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, კანონიერი ინტერესების დაცვას, თავშესაფრით უზრუნველყოფას, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო მომსახურებების მიწოდებას უზრუნველყოფს და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს. თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრის სარემონტო სამუშაოები ფონდის საბიუჯეტო სახსრებით შესრულდა და ფართი შესაბამისი ინვენტარით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში აღიჭურვა. გახსნის ცერემონიას სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, შსს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ფონდის და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)