16:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 13:35:27, 605 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია, მაგრამ ეს ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს და ევროპას შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება რუსეთის გაღიზიანებას არ გმაოიწვევს.

„არა მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსადმი ევროპარლამენტის მხარდაჭერას რუსეთის გაღიაზიანება მოყვეს. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია, მაგრამ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის.  უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და რუსეთთანაც უნდა იყოს, ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანება და საქართველოში სხვა ქვეყნის სამედრო ბაზების განლაგება, შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის საფუძველი გახდეს“, - აცხადებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics