15:20 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 12:33:01, 699 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ე.წ ახალი უბნის დასახლებაში, ილია თესბიტელის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამომრჩეველს შეხვდა.

 ,,ერთიანი, ძლიერი საქართველო ერთად შევქმნათ, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქსა და  ქვეყანას“,- ამ სიტყვებით მიმართა გედევან ფოფხაძემ ილია თესბიტელის ტაძართან შეკრებილ მოსახლეობას.

 მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს, დააფინანსოს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და შესაბამისად ის სოციალური პროექტები, რაც  მოსახლეობისთვის ძალზედ საჭიროა.

 ,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებით ბორჯომი სრულყოფილად შეასრულებს საკურორტო ფუნქციას,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics