15:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 12:04:31, 658 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე, რეგიონში მიღწევების მაგალითია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უსუფაშვილის თქმით, დამტკიცდა, რომ არადემოკრატიული სისტემა საქართველოში დიდხანს ვერ გაძლებს.

მისივე განცხადებით, საქართველო დემოკრატიულ გზაზე რეგიონში მიღწევების მაგალითია, თუმცა აზიის ქვეყნებთან შედარებით პრობლემები არსებობს.

"საქართველოს დემოკრატია, არაა მხოლოდ ერთი მორიგი არჩევანი განვითარების სხვადასხვა გზებს შორის. დემოკრატია, ესაა განვითარების გზა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო, განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. საქართველოში დამტკიცდა, რომ არადემოკრატიული სისტემა დიდხანს ვერ გაძლებს და მას არ შეუძლია მოკლევადიანი შედეგები მოიტანოს. დემოკრატია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, სახელმწიფოს შიდა განვითარებისთვის. საქართველო ჯერ კიდევ არის რეგიონში დემოკრატიზაციის გზაზე მიღწევების მაგალითი, მაგრამ როგორც კი საქართველოს აზიის ქვეყნების კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა დავძლიოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics