|
2016-09-06 11:30:31, 658 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისარი: ვიმედოვნებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი მალე მიიღებს - საქართველომ ეს დაიმსახურა
ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. "მივესალმები ევროპარლამენტში გამართულ პოზიტიურ კენჭისყრას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და ევროკავშირის საბჭოსთან მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერას", - წერს იოჰანეს ჰანი. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. “დაიმსახურეს! ვიმედოვნებ, რომ ახლა ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - წერს იოჰანეს ჰანი. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი გუშინ დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 5 იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)