15:21 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 10:03:39, 702 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე - ევროკავშირი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს.

გიორგი მარგველაშვილს კითხვა დაუსვეს, კმაყოფილია თუ არა საქართველოსთან ევროპის ურთიერთობით, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „საქართველო გაცილებით უფრო ორგანიზებულია ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე მთლიანად ევროკავშირი“.

მარგველაშვილის განმარტებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ მიცემული ყველა დავალება შეასრულა და ხელისუფლებამ განხორციელებული ღონისძიებების გამო ქებას იმსახურებს.

„ჩვენ ვართ გაცილებით უფრო ორგანიზებული ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე მთლიანად ევროკავშირი. საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ. ქებას ვიმსახურებთ იმ ღონისძიებებისთვის, რაც მთავრობამ განახორციელა. ვაჩვენეთ, რომ ევროპულ ფასეულობებს ვიზიარებთ. თვითონ ევროკავშირშია გამოწვევები, აქვთ საკითხები, რომლებზეც ნათელი პასუხები არ არის გაცემული. ამიტომაა გადადებული ზოგიერთი საკითხი. მჯერა, ევროპული ინტეგრაცია მიღწეული იქნება. ჩვენ ძალიან დამაჯერებლად ვმოქმედებთ და ერთიანი ვართ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics