|
2016-09-06 10:12:01, 721 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: მოკავშირეები აღიარებენ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ქართველი სამხედროების ჩართულობით
საერთაშორისო მოკავშირეები ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს და ელოდებიან კონსენსუსს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი მის პირად მხარდაჭერაზე მიუთითებს. ”ვფიქრობ, მოკავშირეებისგან მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ განაგრძობენ მხარდაჭერის პოლიტიკას. ისინი კიდევ ერთხელ აღიარებენ იმ წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს ქართველი სამხედროების ჩართულობით. მათ სურთ არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესის მიმოხილვაც, მოუთმენლად ელოდებიან პოლიტიკურ დისკუსიებს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისინი ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს და ელოდებიან კონსენსუსს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე”, - განაცხადა აპატურაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)