|
2016-09-05 15:36:45, 613 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. გაფართოებულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო სომხური მხრიდან-ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, ენერგეტიკის მინისტრი ლევონ ეოლიანი და ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)