|
2016-09-05 15:23:59, 907 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ივანიშვილს ურჩევნია „ოცნების“ შეცდომებზე ისაუბროს და ნეგატივს ნაკლები დრო დაუთმოს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გურიაში ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებული შეფასებები შორსმჭვრეტელური ნაბიჯი არაა და ივანიშვილის ნეგატიური გზავნილები, არავის აინტერესებს. „მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებები პოლიტიკურ პარტიებზე სწორი იყოს. კი ბატონო, ამას ანალიტიკური ახსნა რომ მოუძებნოს და ამაზე გვესაუბროს, ეს საინტერესო იქნება. თუმცა, იგივე „ნაციონალების“ამომრჩევლებზე შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებული შეფასებები შორსმჭვრეტელური ნაბიჯი არაა. ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური გზავნილები, არ მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. ივანიშვილმა, ფაქტიურად, მთელი თავისი პრესკონფერენცია ნეგატივს დაუთმო. საერთოდ, ჯობს ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ შეცდომებს მეტი ყურადღება დაუთმოს. მომავალში რა იქნება - ხალხს სწორედ ეს აინტერესებს. იმ პარტიებს თავისი გაჭირვება ეყოფათ და ივანიშვილისგან წიხლის ჩაყოლება სწორი არ არის“, - განუცხადა ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გურიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის, სხვა საკითხებთან ერთად, არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების ნაწილის მდგომარეობაზე იაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)