|
2016-09-05 15:13:41, 1118 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილის ინფორმაციით, პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიღეს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, გუშინ ღამით პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიღეს. ინაშვილს ეჭვი აქვს, რომ პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერებზე მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. ირმა ინაშვილი მომხდარ ფაქტს, პარტიის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას უწოდებს. "გუშინ ღამით, ჩვენი ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს. მოხდა ქურდობა, წაღებულია ინფორმაცია, კომპიუტერებიდან დამტენი მოწყობილობაა ამოღებული. არის ეჭვი, რომ ჩვენი ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერებზე მოსასმენი აპარატურა დამაგრდა. რაც ყველაზე საგულისხმოა, საგარეჯოში ჩემი მხარდამჭერების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გატანილი. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოძიება დაიწყონ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოდ მათთან და ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ საელჩოებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს საქმის კურსში ჩავაყენებთ. ეჭვი არავისზე არ გვაქვს, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ. ეს არის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული დივერსია", - განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)