|
2016-09-05 14:43:09, 691 ნახვა
პოლიტიკა
ბელგიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს. უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამ სიას მხოლოდ საქართველო დაემატა. ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას. შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა. http://www.cgra.be/en/news/publication-list-safe-countries-belgian-official-journal
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)