13:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 12:53:21, 678 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება იძულებული იყო, მაჟორიტარული ოლქების შესახებ კანონი მიეღო

ის, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა, დამატებით სირთულეებს აჩენს. თუმცა, ჩვენ, უფრო სწორად ხელისუფლება იძულებული იყო, ეს რეფორმა გაეტარებინა, - ასე გამოეხმაურა ივანიშვილი „გურია ტვ“-ის ჟურნალისტის კითხვას მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლის შესახებ.

„ის, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა, დამატებით სირთულეებს აჩენს. თუმცა, ჩვენ, უფრო სწორად ხელისუფლება იძულებული იყო, ეს რეფორმა გაეტარებინა. გახსოვთ, დიდი დისბალანსი იყო. ზოგან 2000 კაცი ირჩევდა მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ზოგან 60 000. ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე, პარლამენტმა ეს კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის. იმედია, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გამჭრიახია და ამ სირთულეებსაც გადავლახავთ“, - აცხადებს ივანიშვილი.

შეგასენებთ, რომ ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში  სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და გურიის  რეგიონის  მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics