|
2016-09-05 12:32:21, 839 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში რაიმე პირადი მიზნების განსახორციელებლად არ მოსულა. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, მას რომ პირადი მიზანი ჰქონოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუპირისპირდებოდა, ვინაიდან ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში იცხოვრებდა. ივანიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მოკრძალებული ურთიერთობა ჰქონდა: ""ნაციონალურ მოძრაობაში" დიდ ანგარიშსს მიწევდნენ. სააკაშვილს ჩემთან პირადად ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება ჰქონდა. არც მე მქონია უხეში დამოკიდებულება, მივიდოდი მხვდებოდა, აუცილებლად მაცილებდა.თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა.ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს. კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან.თუ მოვისურვებდი, ხელის გულზე მატარებდნენ. მაგრამ ის, რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და მოვედი პოლიტიკაში. მე არ მაქვს პირადული. პირადული რომ მქონებოდა, შეიძლება ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)