|
2016-09-05 12:12:38, 768 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი: მთის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამომრჩეველთა ინფორმირებას აგრძელებს. ამჯერად იგი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების- ხახალაჯვრის, წიფორისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. ბოლნისის მუიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ექვს სოფელს (დარბაზი, ხახალაჯვარი, ჭრეში, წიფორი, ბერთაკარი,ბალიჭი). მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ამასთან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რას ითვალისწინებს კანონი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ . „ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე, რათა ადამიანებს შეუქმნათ უკეთესი პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის,მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ -ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა , რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას , ცხოვრების დონის ამაღლებას , დასაქმების ხელშეწყობას ,სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)