|
2016-09-04 16:19:50, 892 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომის 5-ე და 25-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა. გედევან ფოფხაძემ მათ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ უპირველესი მონაპოვარია სიტყვისა და ნების გამოხატვის თავისუფლება, ამნისტია, რის საფუძველზეც უამრავი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. „დღეს საზოგადოებაში აღარ არსებობს შიში და უსამართლობის განცდა, ადამიანებს შეუძლიათ ცივილიზებულად გამოთქვან განსხვავებული აზრი“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა ბორჯომის პოტენციალზე. „ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხდა ბუნებრივი რესურსის გადასახადის ზრდა, რითაც ბორჯომის ბიუჯეტი თითქმის ხუთი მილიონით გაიზარდა. ხუთი მილიონი არის ის თანხა, რითაც ბორჯომში ბევრი სოციალური პროექტი განხორციელდა და კვლავაც განხორციელდება, ვითარდება ტურიზმი, ახალი სასტუმროები ბორჯომს თავისი განვითარების კალაპოტში აბრუნებს. დღეს ,ქართული ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, რისი უპირობო გარანტიც ქვეყნის მეთაური გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც ბორჯომთან მიმართებაში საკმაოდ რეალური, პერსპექტიული გეგმები გააჩნია“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს» ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ შეხვედრები გამართა ადიგენის რაიონის სოფლების- აბასთუმნის, ქიქინეთის, წახნის , საღრძის , ხარჯამისა და ვარხნის მოსახლეობასთან. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე, C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელშეწყობაზე ისაუბრა. „ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)