|
2016-09-03 12:04:17, 571 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკოსებისადმი კეთილგანწყობის რეიტინგში გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობს
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისადმი კეთილგანწყობილია, ხოლო 23% - არაკეთილგანწყობილი. კითხვაზე თუ როგორ არიან კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ განწყობილი, შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ გამოკითხულთა 30% კეთილგანწყობილია, 38% - არ არის კეთილგანწყობილი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, გამოკითხულთა 23% კეთილგანწყობილია პაატა ბურჭულაძის მიმართ, 37%-ს ის არ მოსწონს. შალვა ნათელაშვილს, დადებითად გამოკითხულთა 23% აფასებს, ხოლო 39% უარყოფითად არის განწყობილი. გამოკითხვის თანახმად, ირაკლი ალასანია 20%-ს მოსწონს, 38%-ს კი არა. ირმა ინაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია 15%, ხოლო 43%-ის ის არ მოსწონს. გამოკითხულთა 13% ნინო ბურჯანაძის მიმართ კეთილგანწყობილია, ხოლო 58% არაკეთილგანწყობილია. ცნობისთის, კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია "ჯეი პი ემმა" ჩაატარა. კვლევის დროს 1200 ადამიანის პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. კვლევა 18-27 აგვისტოს ჩატარდა. ცდომილებაა 2,8 პროცენტი.
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)