14:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 20:08:28, 718 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ბავშვივით მიხარია, რომ ქარის ტურბინების პროექტი დასასრულს უახლოვდება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს ადგილების შერჩევა ქარის ტურბინების დასამონტაჟებლად,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

​„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩემი დანიშვნის დღიდან, ჩემს გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ბავშვივით მიხარია, რომ ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, თუმცა ერთი პროექტით, მაგალითად ქარის ტურბინების პროექტით შეუძლებელია თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება, ასევე თბოელექტროსადგურებით შეუძლებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურების ჩანაცვლება. ეს ყველაფერი ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში 6 ტურბინა უკვე მონტაჟდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics