10:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 13:37:56, 980 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილმა და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ზემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატმა  სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ამომრჩეველთან ერთად იმსჯელა. ირაკლი მეზურნიშვილმა ყურადღება  ახალგაზრდების განათლების,  დასაქმების კუთხით გასატარებელ რეფორმასა და რაიონის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის როლზე გაამახვილა.

 „მინდა იცოდეთ, რომ პოლიტიკა, თავისთავად, ადამიანებს შორის ურთიერთობას ნიშნავს. ამიტომ, შეუძლებელია ჩემი მიზნების განხორციელება, თქვენი დახმარებისა და ჩვენი ერთობის გარეშე“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე კი,  ახალდაბის, არაშენდასა და ვარიანის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ადგილობრივებს მისი მომავალი საქმიანობისა და გეგმების  შესახებ ესაუბრა.

გიორგი თოთლაძის თქმით, იგი  ხალხის აზრსა და პრობლემებს ყოველთვის მოისმენს.

„ეს შეხვედრები არ იქნება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. იგი უფრო მეტად გახშირდება და მიიღებს ინტენსიურ ხასიათს, რათა ჩემი და ჩვენი პარტიის მუშაობა იყოს ნაყოფიერი და ეფუძნებოდეს ხალხის კეთილდღეობას",-აღნიშნა მან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics