|
2016-09-02 13:27:14, 681 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე სტალინის 5 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ ამომრჩეველს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. მათ შორის აღინიშნა, რომ მომავალ წელს სტალინის 5 ნომერში დასვენებისა და გართობის მინი პარკი მოეწყობა, რაც ადგილობრივების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. „მე ვპირდები ჩემს გორელებს, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება უწყვეტი კომუნიკაცია, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობის ფუნდამენტად იქცევა. მე არ მსურს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რადგან მე ვარ ჩემი ამომრჩევლის მსახური და მათი პრობლემების დროულად მოგვარების გარანტი“,-აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კვარხეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. თემურ ხუბულურის თქმით,აღნიშნული სოფლის განვითარების გეგმის შესრულებას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს. „მოსახლეობას აღარ ექნებათ ბავშვების ბაგა- ბაღში მიყვანის პრობლემა. უახლოეს მომავალში სოფელს საკუთარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. (NS)
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)