10:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:44:33, 789 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  ახალციხისა და ადიგენის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  გიორგი კოპაძე  დაბა აბასთუმნის მოსახლეობას  შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა  ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა.

“აბასთუმნის რეაბილიტაცია საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ეკოტურიზმის განვითარებას“,-აღნიშნა გიორგი კოპაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი.

იგი  ჯიგრაშენს,  მამზარას, დიდ  კონდურას, ყულალისს, პატარა კონდურასა და დილიფშს სტუმრობდა.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას  სამომავლო გეგმები გააცნო.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics