|
2016-09-01 18:36:05, 679 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დემოკრატიულ პროცესში
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დემოკრატიულ პროცესში",- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეკვეთილის საზაფხულო სკოლაში „შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის მონაწილეებს. „თქვენ ამ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგი აუცილებლად იქნება. თქვენ სწორი დამოკიდებულება უნდა გააჩინოთ ამ პროცესების მიმართ, დაარწმუნოთ მოსახლეობა, რომ მათი მოქალაქეობრივი მოვალეობაა წავიდნენ არჩევნებზე. თქვენ შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ პოლიტიკოსებმა არ გაუმართლეს, რომ დადიოდნენ არჩევნებზე და არაფერი არ იცვლებოდა, იცოდეთ, რომ ეს მიდგომა არასწორია. შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება. შეიძლება რომელიღაცა პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ არ უნდა თქვა უარი შენს ქვეყანაზე და შენი ქვეყნის გაძლიერებაზე და წინსვლაზე. მთავარია, რომ თქვენ ხართ იმედით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ქვეყანა განვითარდება, თქვენ თვითონ ხედავთ საქართველოს მომავალს, თქვენ თვითონ ხართ საქართველოს მომავალი და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს ქვეყნა აამუშაოთ დემოკრატიული პრინციპებით და დემოკრატიული ღირებულებებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც თქვენ გაესაუბრებით შეუცვლით შეხედულებას და დაარწმუნებთ, რომ შეიძლება არ მოსწონდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, მაგრამ არ შეიძლება არ უყვარდეს ქვეყანა, არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის არ წავიდეს არჩევნებზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტი საზაფხულო სკოლებს უკვე ეწვია ბაზალეთში, ქობულეთში, ამბროლაურში, წყალტუბოში, ანაკლიაში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა სიღნაღის საზაფხულო სკოლაშიც.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)