09:05 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:06:40, 734 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე თბილისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, მაჟორიტარობის კანდიდატმა  საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მთავრობის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და საკანონმდებლო ცვილილებებზე ისაუბრა.

„ქვეყნისა  თუ ქალაქის სიძლიერე მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით განისაზღვრება. დღეს ჩვენს წინაშე  დგას უმუშვრობის პრობლემა, რომელსაც ბოლო 4 წელია საქართველოს ხელისუფლება ებრძვის. ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემს ქალაქში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად“,-აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თენგიზ ხუბულური კი  სოფელ ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სოფლის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა.

“მიმდინარე წლის სექტემბერში სოფელში ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნება. მოსახლეობას აღარ მოუწევს ბავშვების ახლომდებარე სოფლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ტარება“, - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics