|
2016-08-31 15:51:06, 1347 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა, რისთვისაც აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება გვჭირდება
ჩვენი სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით, შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა; ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება, მათ შორის ერთობლივი ვიზიტები, როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში, იმისთვის, რომ დავიწყოთ საუბარი გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის ტრანზიტზე, ჩვენი რეგიონის გავლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა. კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტ ალიევთან, ისე პრემიერ-მინისტრ რასიზადესთან, განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი საკითხი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. „ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ანუ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობაზე, განვიხილეთ ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავების საკითხი ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში. ასევე ვისაუბრეთ ახალი ტვირთების დამატების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორც ჩინეთიდან, ასევე ინდოეთიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რაც ასევე იყო საუბრის თემა გამართულ შეხვედრებზე. ყურადღება ინფრასტრუქტურულ მოდერნიზებასაც დაეთმო, რადგან გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შესაბამისი, ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის გარეშე, ასეთი ტრანზიტის მოზიდვა შეუძლებელია. "ამ ყველაფერზე საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან და მანამდე, პრემიერ-მინისტრთან, როგორც პირისპირ - ისე გაფართოებულ ფორმატში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)