|
2015-03-10 12:00:54, 1131 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით, საქართველო სპეციალურ პაკეტებს მოამზადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლი ძინწაოსს შეხვდა. ეკონომიკის სამიინსტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სისტემა არ აქვს, ვიზის აღებას ინტერნეტის საშუალებით, მარტივად შეძლებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც ჩინური კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ადგილზე შეისწავლიან. გიორგი კვირიკაშვილმა ლი ძინწაოსთან შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გამარტივების საკითხებზე. საქართველოს ვიცე–პრემიერის განცხადებით, მოხდა შეთანხმება ჩინურ მხარესთან, რომ საქართველო მოამზადებს სპეციალურ პაკეტებს ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით. „ჩვენ გამოვიყენებთ მსგავსი ტიპის მექანიზმებს, როგორიც გვაქვს ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის რეისების ხელშეწყობის მიზნით. საუბარია სპეციალური ფინანსური პაკეტების შემუშავებაზე, რათა ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებაზე ჩინეთის სხვა პროვინციებთანაც. „გასულ წელს ჩინეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გავიდა 100 მილიონზე მეტი ვიზიტორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მოვიზიდოთ საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური ესწრებოდნენ.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)