|
2016-08-27 10:28:38, 1302 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, შპს ,,რიჩი“-ს ხელძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილი ბარდას ფხვიერ მასას. აღნიშნულის შემდეგ აფასოებდენ 100-გრამიან, 500-გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოატყუებით, თითქოსდა მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა, ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე. აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე დაფასოების გარეშე ხდებოდა, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლებია ამოღებული. ასევე დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტებია ამოღებული გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)