|
2016-08-26 18:02:03, 1346 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო მმართველ გუნდს მოუწოდებს, შიდა საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავოს
საკონსტიტუციო სასამართლო მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონი ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელების მიერ მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავს არიდებს მოსამართლეთა აცილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვას. შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვის ფარგლებში და არა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე. ამ თვალსაზრისით, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ეფუძნება კანონის არცოდნას ან მიზნად ისახავს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე, მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა მიმდინარე საკითხზე. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის თაობაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)