|
2016-08-25 16:09:19, 1847 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ოპოზიციის ლიდერის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს
თურქეთში ოპოზიციის ლიდერის, "რესპუბლიკური პარტიის" ხელმძღვანელის ქემალ ქილიჩდაროღლუს კორტეჟს ცეცხლი გაუხნეს, - ამის შესახებ Hurriyet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ართვინში მოხდა. პოლიტიკოსის დაცვამ თავდამსხმელებს საპასუხო ცეცლხი გაუხსნა. როგორც CNN Turk იუწყება, თავდასხმის შედეგად ოპოზიციონერი არ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ჟანდარმერიის დანაყოფები მივიდნენ. ცნობისთვის, მაისში თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ ქილიჩდაროღლუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი პოლიტიკოსის განცხადება გახდა, რომლის გამოც ხელისუფლებამ ის ძალადობისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე სისხლისღვრის გარეშე ვერ გადავა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ “კუდიანებზე ნადირობა” უნდა შეწყვიტოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)