|
2016-08-25 16:02:26, 1229 ნახვა
სამართალი
სასამართლომ თინა გინტურს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თინა გინტური დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, თინა გინტური იმყოფებოდა ქ. გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მასსა და რომან ბედიანაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც თინა გინტურმა შურისძიების მოტივით რომან ბედიანაშვილის მოკვლა გადაწყვიტა. მან რომან ბედიანაშვილს სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა ის, სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო შემდეგ ქურდობის გზით დაეუფლა რომან ბედიანაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რომან ბედიანაშვილი მხუთავი აირით მწვავე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თინა გინტური 2016 წლის 10 მარტს ქ. გორში დააკავეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარუდგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ თინა გინტური სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)