|
2016-08-25 10:40:18, 1847 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი
მინმარში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიანმარის ქალაქ ჩაუდან 25 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრა იგრძნობოდა უძველეს ქალაქ ბაგანში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უძველეს ქალაქში 180-ზე მეტი ტაძარი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს უკვე შეუდგნენ. მიწისქვეშა ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და ინდოეთშიც იგრძნობოდა. შეგახსენებთ, რომ მიანმარი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყანაში აპრილშიც მოხდა, თუმცა ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)