|
2016-08-24 18:49:39, 801 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, პარტიულ პროპორციულ სიაში არ შეიყვანონ
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მან გუშინ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც ჩოჩელი დათანხმდა. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს მის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა. ამასთან, ხუნდაძე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, პარტიულ პროპორციულ სიაში არ შეიყვანონ: "დღეს ჩოჩელმა თავად აღიარა რომ ხალხს ატყუებდა, თითქოს ის ოცნების ფარული კანდიდატი იყო. ეს უკვე დიდი მიღწევაა. რაც შეეხება მის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩემი სტილი არ არის დაბინძურებული ლექსიკა, მე ყოველთვის ფაქტებით და არგუმენტებით ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი დებატები ნამდვილად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დღეს პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. თხოვნით მივმართავ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობას, არ შემიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში. მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ ისევ მცხეთელების და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით. 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული პროექტის ხელმძღვანელი. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)