|
2016-08-24 15:31:33, 709 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა. DEIK-ის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ხალვაში და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი და სხვა წევრები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების გამო და თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსათვის თურქეთში სტაბილურობის მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებას. "თურქეთი ჩვენთვის პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ის პროექტები,რომლებიც ხორციელდება დღესდღეობით ჩვენს რეგიონში. დაიგეგმა ბიზნეს ფორუმების გამართვა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული თურქი ინვესტორების შემოსვლით ჩვენს რეგიონში. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალი პროექტები. მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)